Category: უკატეგორიო

2014 წელი უფასო საზეიმო პროგრამა ბავშვებისთვის  “Radisson Blu Batumi”
2014 წელი უფასო საზეიმო პროგრამა ბავშვებისთვის “Radisson Blu Batumi”

2014 წელი უფასო საზეიმო პროგრამა ბავშვებისთვის  “Radisson Blu Batumi”

https://fb.watch/gpSEVz1vKs/

სამი მნიშვნელოვანი სიტყვის შესახებ
სამი მნიშვნელოვანი სიტყვის შესახებ

❤️ბოდიში, გამარჯობა, ნახვამდის❤️

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს გაძლიერებისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ შვილებისთვის მისაბაძ მაგალითებად იქცნენ:
„პირველ რიგში, მშობლებს ვურჩევთ, რომ თვითონ გაძლიერდნენ, მისაბაძი მაგალითები გახდნენ თავიანთი შვილებისთვის. ბავშვისთვის მიბაძვა და მიბაძვით სწავლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი”.

თამარ გაგოშიძის თქმით, მშობელს ბავშვისთვის ბოდიშის მოხდა უნდა შეეძლოს, როდესაც შეცდომას უშვებს:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც რაღაც გვეშლება და ბავშვსაც რაღაც ეშლება, ტრაგიკული სახე ამას არ მივცეთ. ბავშვს შეიძლება ბოდიში მოუხადო, რომ შეგეშალა, რომ უყვირე, რომ გამოხვედი წყობიდან. არ არის ეს შენი ავტორიტეტის დაცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ბავშვისთვის. შენ აძლევ მას მაგალითს, რომ ბოდიში მოიხადოს. დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის. რაღაცები დაკავშირებულია ეთიკურ განვითარებასთან.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღმა ბავშვს უპირველესად წესების დაცვა და ჯგუფში თანამშრომლობა უნდა ასწავლოს:
„ექვს წლამდე მოვიდა ბავშვი, ინტელექტი განუვითარდა, სოციალურად უკვე წარმოსახვით თამაშებს უნდა თამაშობდეს. სამი წლის ასაკში ბავშვს კარგი ფანტაზია აქვს. ემპათიას ბავშვი წარმოსახვითი თამაშით, ჯგუფური თამაშით სწავლობს, წესებს მიჰყვება. ექვსი წლისთვის ეს ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს. საბავშვო ბაღმა უნდა ასწავლოს ბავშვს წესის დაცვა, ჯგუფში თანამშრომლობა.

„სასკოლო მზაობა არ არის, რომ ბავშვმა წერა-კითხვა იცის. ახლა ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებმაც ორი წლის ასაკში იციან ციფრები, ასოები, წერა და კითხვა, მაგრამ რად გინდა?! კომუნიკაცია არ შეუძლიათ. სკოლისთვის მზაობა არის მითითების შესრულება, ჯგუფის წესების მიყოლა, მოთხოვნის შესრულება. მე რომ მინდა და ისე ვაკეთებ, მაგრამ რომ არ მინდა და მაინც ვაკეთებ, აი, ეს არის ის ნახტომი, რომელიც არის სკოლასა და საბავშვო ბაღს შორის. სკოლაში მე მოთხოვნით უნდა ვაკეთებდე რაღაცებს. მე უკვე ჩემს ქცევაზე ვარ პასუხისმგებელი და მაინტერესებს მასწავლებელი და მშობელი რას იტყვიან ჩემს მიღწევაზე. ეს არის ძალიან სასარგებლო და ძალიან საშიში პერიოდი. ჩვენ თუ არასწორი უკუკავშირი მივეცით ბავშვს, შეიძლება თვითშეფასება საერთოდ დავუგდოთ,“ – აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.